
მალიარი: ბოლო 2 კვირაში უკრაინამ ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით 8 დასახლება გაათავისუფლა
19/06/2023 06:37:14 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა 8 დასახლება გაათავისუფლეს.
"ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ორკვირიანი ოპერაციების განმავლობაში უკრაინამ შემდეგი 8 დასახლება გაათავისუფლა: ნოვოდარივკა, ლევადნე, სტოროჟევა, მაკარივკა, ბლაგოდატნე, ლობკოვო, ნესკუჩნე და პიატიხატკი. ტავრიის მიმართულებით უკრაინა მტრის სიღრმეში 7 კმ-მდე დაწინაურდა. სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 113 კვადრატული კილომეტრია. ტაურის მიმართულების თავდაცვის ძალების აქტიური მუშაობა გრძელდება", - აცხადებს მალიარი.
როგორც იგი აღნიშნავს, გასულ კვირას ოკუპანტებმა დიდი დანაკარგი განიცადეს. კერძოდ, ყველა მიმართულებით 4 600-ზე მეტი რუსი სამხედრო ან დაიღუპა ან დაიჭრა, 80-ზე მეტი რუსი სამხედრო კი უკრაინამ ტყვედ აიყვანა.