
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს აღარ გაიმართება
19/06/2023 08:17:10 პოლიტიკა, სამართალი
7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს აღარ გაიმართება.
აღნიშნულის მიზეზად მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთის არყოფნა სახელდება.
როდის ჩატარდება შემდეგი სხდომა ჯერ–ჯერობით უცნობია.
16 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებასა და სასამართლო პროცესებზე დასწრებას გეგმავდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.