
თევზაობის დროს დენის დარტყმის შედეგად ზუგდიდში კაცი გარდაიცვალა
19/06/2023 08:31:41 სამართალი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში 45 წლამდე ასაკის კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, იგი ღელეში ე.წ. პილიგანით თევზაობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.
კაცი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.