Accentnews.ge
სიმფეროპოლში ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილის „ვიცე-პრემიერის“ თანაშემწე აფეთქდა

სიმფეროპოლში ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილის „ვიცე-პრემიერის“ თანაშემწე აფეთქდა

19/06/2023 09:34:52 ევროპა

ანექსირებულ სიმფეროპოლში ევპატორიის გზატკეცილზე მანქანა აფეთქდა.

რუსული მედიის ცნობით, დაშავდა, ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებული ნაწილის „ვიცე-პრემიერის“ თანაშემწე ვლადიმერ ეპიფანოვი.

შემთხვევა დაახლოებით დილის 4 საათზე მოხდა. ტელეგრამ–არხ „ბაზას“ცნობით, რუსი მოხელესთან ერთად მანქანის სალონში კიდევ ორი ​​ადამიანი იმყოფებოდა: მისი მდივანი და დაცვის თანამშრომელი. აფეთქების შედეგად სამივემ თავის, ტანისა და ხელების 30%–იანი დამწვრობა მიიღო.

ანექსირებული ყირიმის რუსი ხელმძღვანელის მრჩევლის ოლეგ კრიუჩკოვის განცხადებით, ინციდენტის მიზეზი ავტომობილში გაზის ბალონის აფეთქება გახდა.

ზაპოროჟიეს რეგიონის ნაწილი რუსულ ძალებს აქვთ ოკუპირებული 2022 წლიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S