Accentnews.ge
„დეტონაცია ექვსი საათი გრძელდებოდა“: რიკოვოში რუსების იარაღის საწყობი ააფეთქეს

„დეტონაცია ექვსი საათი გრძელდებოდა“: რიკოვოში რუსების იარაღის საწყობი ააფეთქეს

19/06/2023 09:57:37 ევროპა

ოკუპირებული მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი ამბობს, რომ ხერსონის რაიონის სოფელ რიკოვოში, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული, აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ექსი საათის განმავლობაში გაგრძელდა საბრძოლო მასალის დეტონაცია.

„სოფელ რიკოვოში დეტონაცია სულ მცირე ექვს საათს გაგრძელდა. და მათ სჯეროდათ, რომ ეს სოფელი ღრმა ზურგი იყო და რომ იქამდე ვერავინ მიაღწევდა. ამიტომაც ცდილობენ თავიანთი საზღვრების გაძლიერებას“, - განაცხადა მან უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.

ფედოროვი ასევე აცხადებს, რომ სამხრეთ უკრაინაში სამხედრო ჰოსპიტალი გადატვირთულია რუსი სამხედროებით.

„გუშინ, მაგალითად, 21:00 საათზე მელიტოპოლის მაცხოვრებლებმა დაინახეს, რომ რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა და მათ უკან რამდენიმე ავტობუსი მიჰყვა. ამ ავტობუსებიდან ერთი პირდაპირ მორგისკენ გაემართა, მეორე – სამხედრო ჰოსპიტალისკენ, რომელიც მტერმა ბავშვთა მიტაცემულ სანატორიუმში მოაწყო. ავტობუსი ზაპოროჟიეს მიმართულებიდან შევიდა და ჩვენი სამედიცინო ქალაქისკენ მიემართებოდა. ეს ნიშნავს, რომ მტერს კვლავ აქვს მსხვერპლი. ეს ასევე ნიშნავს, რომ მტრის ჰოსპიტალი მთლიანად არის შევსებული, რადგან ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზიდან მელიტოპოლამდე სულ მცირე რამდენიმე საავადმყოფოა“, - დასძინა მან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ რიკოვოში აფეთქდა რუსული არმიის საბრძოლო მასალის დიდი საწყობი. სოფელი მელიტოპოლიდან დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S