საქართველო–სომხეთის საზღვრის კვეთა მარტივდება

19-06-2023 14:22:13 კავკასია

სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ დღეს დადებითი რეკომენდაცია მისცა სომხურ-ქართულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ორი ქვეყნის მოქალაქეებს სომხეთ–საქართველოს საზღვრის გადაკვეთა პასპორტის გარეშე შეეძლებათ.

საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება უკვე მოახდინა, თუმცა პრეზიდენტს ხელი ჯერ არ მოუწერია.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები სომხეთ-საქართველოს საზღვარს პირადობის მოწმობით, პასპორტის გარეშე გადაკვეთენ.

სომხეთსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები