Accentnews.ge
ქაცარავა სუს-ის შენობასთან შვილებთან ერთად მივიდა: "დაიწყო მუქარები!"

ქაცარავა სუს-ის შენობასთან შვილებთან ერთად მივიდა: "დაიწყო მუქარები!"

20/11/2019 14:32:06 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები "მოდულის" შენობასთან მივიდნენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის შესასვლელი დააბოქლომეს. როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, სუს-ს მისთვის პროვოკაციის მოწყობა აქვს დაგეგმილი, რაც მისი დაკავებითა და პოლიტიკური განეიტრალებით უნდა დასრულდეს. ის უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მეუღლესა და მცირეწლოვან შვილებთან ერთად არის მისული.


"ანტისაოკუპაციო მოძრაობამ ძალა ერთობაშია" დაანახა მთელს მსოფლიოს, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ სამოქალაქო აქტივიზმი დღეს ყველაზე ეფექტურ იარაღს წარმოადგენს. ჩვენ სოფელ ატოცში 11 თვის განმავლობაში ვაჩერებდით "ბორდერიზაციას". იქ 24 საათის განმავლობაში ვიმყოფებოდით და რუს ოკუპანტს არ ეძლეობა შესაძლებლობა, ერთი ნაბიჯით მაინც წამოსულიყო წინ, სანამ ხელისუფლება არ ჩაერია და არ შეუქმნა მათ სრული კომფორტი. ეს 26 ოქტომბერს ყველამ იხილეთ [...]. მივხვდით, რომ საოკუპაციო ხაზი მხოლოდ ატოცში არ გადის და ამ ხაზმა ჩვენთვის თბილისში გადმოინაცვლა. გადავწყვტეთ, რომ თბილისში გადმოვსულიყავით. ვიყავით "გავრილოვის ღამის" აქტიური მონაწილეები. როდესაც აქეთკენ გადმოვედით, დავინახეთ ხელისუფლების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ და დაიწყო მუქარები. ორი დღის წინ სანდო წყაროებიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ იგეგმება ჩემი და "ძალა ერთობაშიას" წევრების დაპატიმრებები ტრადიციული ხერხებით: იარაღის ან ნარკოტიკული საშუალების ჩადება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე და არც ჩვენი მოძრაობის რომელიმე წევრი არ ფლობს უკანონო იარაღს, გარდა რეგისტრირებულისა. არ ვეტანებით არანაირ ნარკოტიკს",- განაცხადა ქაცარავამ და ჟურალისტებს იარაღის რეგისტრაციის მოწმობა წარუდგინა.

ცნობისთვის: გუშინ სასამართლოს ეზოში თავის დაწვა სცადა ანტისაოკუპაციო მოძაობის წევრმა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ პოლიცია მისთვის იარაღის ჩადებას აპირებდა და ეს ჟესტი მისი მხრიდან პროტესტის დაფიქსირება იყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს მეორე სახელმწიფო უწყება "დააბოქლომეს". დღეს ბოქლომი დაედო გენერალური პროკურატურის ჭიშკარს.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S