
ერევანი და ბაქო კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში
19/06/2023 12:10:05 კავკასია
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 19 ივნისს, 13:25 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან კვლავ გაუხსნეს ცეცხლი ერაშხში უცხოური ინვესტიციებით მშენებარე მეტალურგიულ ქარხანას.
ხოლო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს დაახლოებით 13:35 საათზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს „აზერბაიჯანის პოზიციებს ნახიჩევანის სარდარაკის რაიონის ჰაიდერაბადის დასახლების მიმართულებით“.
დღეს დილით ერევანმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ დაბომბა სომხურ პოზიციები სოტკასა და იერასხის მიმართულებით. ბაქომ „კატეგორიულად“ უარყო ერევნის ინფორმაცია.
გასულ კვირას იერასხაში მშენებარე ქარხანა დაიბომბა. დაშავდა ინდოეთის ორი მოქალაქე დაშავდა. შემთხვევის ადგილზე მივიდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე იმყოფებოდნენ ელჩები და სამხედრო ატაშეები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოთქვა შეშფოთება ამერიკული კაპიტალის მონაწილეობით მშენებარე ქარხნის დაბომბვის გამო.