
ჰასან როუჰანი: „მტრების შეთქმულებაზე გავიმარჯვეთ"
20/11/2019 15:24:52 სხვა, მსოფლიო
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ „მტრების შეთქმულებაზე გამარჯვების“ შესახებ განაცხადა. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებს, რომლებმაც საწვავზე ფასების გაზრდის გამო იფეთქა.
საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ რიგ ქალაქებში პოლიციასთან შეტაკებები მოხდა, იყო ბანკებსა და სახელმწიფო დაწესებულებებზე შტურმის მცდელობები. ირანის ხელისუფლებამ ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა გათიშა. სოცქსელებში თითქმის არ გამოქვეყნებულა საპროტესტო აქციების ამსახველი ვიდეოები. ხელისუფლება აცხადებს, რომ გამოსვლები ჩაცხრა.
Amnesty International-ის თანახმად, რომელიც თვითმხილველების ინფორმაციას ეყრდნობა, 20-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციების დარბევისას დაიღუპა 106 ადამიანი და ათასამდე დაპატიმრებულია.