
"ოლეშკის ასობით მცხოვრები ემსხვერპლა ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას, რადგან რუსებმა მათ ევაკუაციაზე უარი თქვეს"
19/06/2023 13:27:13 ევროპა
რუსმა სამხედროებმა უარი თქვეს ხერსონის რეგიონის ოკუპირებული ნაწილიდან იმ მაცხოვრებლების ევაკუაციაზე, რომელთაც რუსული პასპორტი არ ჰქონდათ,– იუწყება უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი.
მათივე ცნობით, შედეგად, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშეკის 500-მდე მკვიდრი დაიღუპა.
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანობის ყველა ნორმის დარღვევით, რუსებმა ადგილობრივები უბრალოდ სიკვდილისთვის გაწირეს. რუსების ქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გენოციდის ყველა ნიშანი აქვს“, - ნათქვამია ანგარიშში.
6 ივნისს, დილით რუსეთმა გაანადგურა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დამბა ხერსონის რაიონში, – განაცხადეს უკრაინელმა სამხედროებმა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა დასძინა, რომ შედეგად შესაძლოა, ყირიმი სასმელი წყლის გარეშე დატოვოს. წყალდიდობის გამო ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონებიდან 4 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.