Accentnews.ge
უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად სცნო

უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად სცნო

19/06/2023 13:52:37 სამართალი

უზენაესმა სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად სცნო, - იუწყება "მთავარი არხი".

შესაბამისად, ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.

ცნობისთვის: 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას თავისუფლების სამი წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციამ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ადვოკატებმა საჩივარი უზენაეს სასამართლოშიც შეიტანეს, უზენაესმა კი 19 ივნისს საჩივარი დაუშვებლად სცნო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S