Accentnews.ge
ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

19/06/2023 17:50:26 პოლიტიკა, სამართალი

გორის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ სოსო მაისურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს ბრალდებულის პატიმრობის შუამდგომლობით გორის რაიონულმა პროკურატურამ მიმართა.

გამოძიების ვერსიით, 17 ივნისს გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გამოთქმული განცხადებების და განხორციელებული ქმედებების გამო, პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S