
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა
19/06/2023 19:31:23 სამართალი
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.