Accentnews.ge
«სსრკ-ის დაშლის შედეგები გაცილებით უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე ყველაზე უარეს მოლოდინებში წარმოიდგენდა»

«სსრკ-ის დაშლის შედეგები გაცილებით უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე ყველაზე უარეს მოლოდინებში წარმოიდგენდა»

20/11/2019 16:43:23 სხვა, მსოფლიო

«სსრკ-ის დაშლის შედეგები გაცილებით უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ადამიანები ფიქრობდნენ და შეეძლოთ, თუნდაც ყველაზე უარეს მოლოდინებში წარმოედგინათ», - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ფორუმზე «Россия зовет!» სსრკ-სა და ევროკავშირს შორის პარალელების კომენტირებისას.

მისი თქმით, სსრკ-ისა და ევროკავშირის შედარება არ ღირს, რადგან ეს განსხვავებული წარმონაქამენია: «საბჭოთა კავშირი მაინც ერთიანი სახელმწიფო იყო, საკმაოდ მკაცრად ცენტრალიზებული, ევროკავშირი კი მსგავს წარმონაქმნს არ წარმოადგენს».

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ სსრკ-ის დაშლის მთავარ მიზეზად «არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა» იქცა, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაზეც აისახა. ჩინეთმა, მისი შეფასებით, მსგავს პრობლემებთან გამკლავება მოახერხა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, ცენტრალური ადმინისტრირებიდან სარგებლის მიღება შეძლო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი თავის რიტორიკაში სსრკ-ის დაშვლის თემაზე ამახვილებს ყურადღებას. ადრე მან ამ მოვლენას “უმსხვილესი გეოპოლიტიკური კატასტროფა” უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S