Accentnews.ge
ნიკა გვარამია: შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი! ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ

ნიკა გვარამია: შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი! ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ

20/06/2023 13:24:15 სამართალი

"მთავარი არხის" პატიმრობაში მყოფი დირექტორი ნიკა გვარამია, რომლის საქმეც უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო, აპირებს სტრასბურის სასამართლოს მიმართოს.

"შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი! რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ. ჯერ - ჩემს სიმართლეს, შემდეგ - სხვების დანაშაულს!" - წერია ნიკა გვარამიას სახელით გამოქვეყნებულ "პოსტში".

19 ივნისს "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამიას ადვოკატების საკასაციო სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S