
სადი: "უკრაინამ წარმატებით გამოიყენა 1000 კმ-ზე მფრინავი ახალი დრონი"
20/06/2023 14:08:34 ევროპა
უკრაინამ წარმატებით გამოიყენა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის განადგურების სიშორე ათას კილომეტრს შეადგენს,– იუწყება სახელმწიფო კონცერნის „უკრობორონპრომის“ პრესმდივანი ნატალია სადი.
სადი უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალთან ვალერი ზალუჟნისსთან, საჰაერო ძალების მეთაურთან ნიკოლაი ოლეშუკთან და „უკრობორონპრომის“ დირექტორთან იური გუსევთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს წარწერით: „ჩვენი 1000 კმ-ზე მფრინავი უპილოტოს წარმატებით გამოყენების შემდეგ“. უპილოტო საფრენი აპარატის ფრენის სიშორე - 1000 კმ. საბრძოლო ნაწილის წონა - 75 კგ".