Accentnews.ge
"30-ზე მეტი ჭრილობა აქვს": ახალგაზრდა კაცი მეზობლების მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს

"30-ზე მეტი ჭრილობა აქვს": ახალგაზრდა კაცი მეზობლების მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს

20/06/2023 15:15:16 სამართალი

თბილისში, ვარკეთილის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მამა-შვილის მკვლელობა 25 წლის კაცმა სცადა, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა.

თავდამსხმელი განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

ერთ–ერთი დაზარალებული, ახალგაზრდა ქალი იხსენებს, რომ თავდასხმა 18 ივნისს, გვიან ღამით მოხდა. მან ვიდეო და თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტო–მასალა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ერთ–ერთ ვიდეოში, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის სავარაუდოდ ეზოდან თვითმხილველის მიერ არის გადაღებული, აშკარად ჩანს რომ თავდამსხმელი ქალს აივანზე ფიზიკურად სასტიკად უსწორდება. აღშფოთებული შეძახილებით შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს.

ქალი ყვება, რომ მეზობელი მის ბინაში მაშინ შევიდა, როცა მამა მაღაზიაში იმყოფებოდა, თავად კი აბაზანაში.

"ადამიანი, რომლის სახელიც ახლა გავიგე და მხოლოდ ვესალმებოდი, სცადა ჩემი და მამას მოკვლა. მამას 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს თავზე. მე, რადგან ბევრჯერ მოვიშორე დანა, მხოლოდ 4 ჭრილობა მაქვს და ვარ სასტიკად ნაცემი. ყველანაირად სცადა ჩემი მოკვლა - აბანოში მგუდავდა, 3-ჯერ გავაგდებინე დანა, ყელი რომ უნდა გამოეჭრა... ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრავმა, როცა მამა მკვდარი მეგონა და ჩემს თვალწინ მოკლეს", - იხსენებს ახალგაზრდა ქალი.

შსს–ში აცხადებენ, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

სასამართლომ დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა ორი მეზობლის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მათ. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 – დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S