Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს

აშშ-ის საელჩო ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს

20/06/2023 17:31:45 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ეხმიანება „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეს და კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას მედიამენეჯერის პატიმრობაში დატოვების გამო.

როგორც საელჩო აღნიშნავს, ქმედითი დემოკრატია ეფუძნება მედიის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის აღკვეთას.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე წამოჭრა კითხვები და გამოხატა შეშფოთება ამ საქმეზე, მათ შორის დროსა და ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე სასჯელის შესახებ. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა გამოხატა ამგვარი შეშფოთება.

ქმედითი დემოკრატია ეფუძნება მედიის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის აღკვეთას. მართლმსაჯულების შერჩევითად და პოლიტიზირებულად აღქმაც კი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ძირს უთხრის მართლმსაჯულების უზენაესობას, კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებსა და თავად დემოკრატიას", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

იხილეთ ასევე: დეგნანი – გვარამიას საქმეზე: “ძალიან იმედგაცრუებულები ვართ"

19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიას ადვოკატების საკასაციო სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო. გვარამიას განცხადებით, შემდეგი "გაჩერება" სტრასბურგი იქნება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S