Rheinmetall-მა აღიარა, რომ რუსეთს ძრავის დეტალებს აწვდიდა უკრაინაში შეჭრის შემდეგ

20-06-2023 22:46:46 ევროპა

MS Motorservice, გერმანული შეიარაღების კონცერნის Rheinmetall-ის შვილობილი კომპანია, 2022 წლის თებერვლის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში აწვდიდა რუსეთს ძრავის ნაწილებს, მიუხედავად გადაწყვეტილებისა, რუსეთის ბაზარზე ოპერირების შეწყვეტის თაობაზე,– იუწყება DPA.

Rheinmetall-მა აღიარა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მისი შვილობილი კომპანია განაგრძობდა ძრავის ნაწილების რუსეთისთვის მიყიდვას. ბოლო მიწოდება 2022 წლის ივნისში განხორციელდა.

საუბარი იყო უკვე დადებული და გადახდილი კონტაქტების ფარგლებში მიწოდებაზე, ხოლო საქონლის მიწოდება გაჭიანურდა იმის გამო, რომ ოფიციალური შემოწმებისა და დამტკიცების პროცედურები შრომატევადი და რთულია.

Rheinmetall-მა განაცხადა, რომ მათ კონტაქტების დასრულება გადაწყვიტეს, რათა თავიდან აეცილებინათ სასანქციო ჯარიმები.

Rheinmetall დასავლურ სამყაროში სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის სამ უმსხვილეს მწარმოებელთაგან ერთ-ერთია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები