Accentnews.ge
ნიკოლენკო: უკრაინამ უნგრეთიდან სამხედრო ტყვეები დაიბრუნა

ნიკოლენკო: უკრაინამ უნგრეთიდან სამხედრო ტყვეები დაიბრუნა

20/06/2023 19:37:27 ევროპა

უკრაინამ უნგრეთიდან სამი სამხედრო ტყვე დაიბრუნა,– იუწყება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო.

მისი თქმით, უნგრეთიდან დაბრუნებული სამი სამხედრო ტყვე უკვე უკრაინაში იმყოფება და ისინი “უზრუნველყოფილი არიან ყველანაირი საჭიროებით”:

“უკრაინელი დიპლომატები სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხებში საკოორდინაციო შტაბთან და უკრაინის სხვა ორგანოებთან ერთად აქტიური ზომების მიღებას აგრძელებენ, რათა რუსეთიდან უნგრეთში გადაყვანილი დანარჩენი უკრაინელი დამცველები შინ დააბრუნონ".

ივნისის დასაწყისში უნგრულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და მალტის დახმარების სამსახურს შორის გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში, რუსეთიდან უნგრეთში 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე გაიყვანეს. ამავდროულად უნგრეთი უკრაინელ დიპლომატებს სამხედრო ტყვეებთან წვდომას არ აძლევდა და პროცესში მთავრობის მონაწილეობას უარყოფდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი პირადად იყო დაინტერესებული უკრაინელი სამხედრო ტყვეების რუსეთიდან უნგრეთში გადაყვანით, რადგან „ორბანს უნდა ეჩვენებინა უნგრელებისთვის როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ, რომ თავად იყო მათი ერთადერთი მფარველი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S