
გახარიამ საბანკო რეგულაციასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს დავალება მისცა, ასევე მიმართა ეროვნულ ბანკს
21/11/2019 06:17:58 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა
პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ საბანკო რეგულაციასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს დავალება მისცა, ასევე მიმართა ეროვნულ ბანკს. მანამდე კი განაცხადა, რომ პროცესები, რომელიც ამჟამად ქუჩაში მიმდინარეობს, უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, მთავრობამ კი ამ გამოწვევას უნდა უპასუხოს.
"მინდა, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად ფიანსთა მინისტრს დავავალო, შემზღუდველი ელემენტი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებისთვის – 200 000 ლარის ფარგლებში, განიხილოთ შესალებლობა, თუ რამდენად შესაძლებელია, ეს ზღვარი 100 000 ლარამდე ჩამოვწიოთ. გარდა ამისა, ეროვნულ ბანკს მოვუწოდებ, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუნმენტი ფასების სტაბილურობისთვის",– განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ძირითადი ამოცანა ეკონომიკური ზრდა და ფასების დარეგულირებაა, მთავრობა ყველა ნაბიჯს გადადგამს და ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, კომპეტეციის ფარგლებში გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.
ცნობისთვის: მთავრობის ადმინისტრაციასთან, ინგოროყვას ქუჩაზე, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე პერიმეტრზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან 11:00 საათზე ოპოზიციის აქციაა დაანონსებული. სწორედ აქედან გამომდინარე, მთავრობის კანცელარიის მიმდებარედ უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.