Accentnews.ge
თბილისში, რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია ჩატარდა, დაკავებულია 8 პირი

თბილისში, რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია ჩატარდა, დაკავებულია 8 პირი

21/06/2023 07:02:23 სამართალი

თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად რვა პირი დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ს წარმომადგენელმა უთხრა.

საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსმა გრიგოლ გოგოჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპოლიციო ღონისძიებები თაღლითურ სქემას უკავშირდება.

„სპეციალური საპოლიციო ღონისძიება სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. დაკავებულია რვა პირი. საპოლიციო ღონისძიებები თაღლითურ სქემას უკავშირდება. დამატებითი და დეტალური ინფორმაცია მედიისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნა გრიგოლ გოგოჩაშვილმა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საუბარია ტურისტებისთვის თანხის გამოძალვაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S