21-06-2023 13:09:23 პოლიტიკა
ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მკაფიოდ დავუდასტურე, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ კანონს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ეს კითხვა სხვათაშორის მუსირებდა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებში. მე მათ მკაფიოდ დავუდასტურე ჩვენი გუნდის სახელით ჩვენი პოზიცია, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ კანონს. ეს საკითხი არის დახურული და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.