Accentnews.ge
დეგნანი: "აშშ–ს ყველაზე მეტად სურს, რომ საქართველო გახდეს ნატო–სა და ევროკავშირის წევრი, ამის უმთავრესი ელემენტი ერთად მუშაობაა, ძალა ერთობაშია"

დეგნანი: "აშშ–ს ყველაზე მეტად სურს, რომ საქართველო გახდეს ნატო–სა და ევროკავშირის წევრი, ამის უმთავრესი ელემენტი ერთად მუშაობაა, ძალა ერთობაშია"

21/06/2023 10:24:09 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩის კელი დეგნანია განცხადებით, "შეერთებულ შტატებს ყველაზე მეტად სურს, რომ საქართველო გახდეს ნატო–სა და ევროკავშირის წევრი, ამის უმთავრესი ელემენტი ერთად მუშაობაა". ამის შესახებ დიპლომატმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავ მიღებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

"მე ვიტყვი, რომ საქართველო იყო პოლარიზებული, როდესაც აქ ჩამოვედი 3,6 წლის წინ. იყო მცდელობები საქართველოს გაერთიანებისთვის. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ რაც უფრო მეტად იყოფა საქართველო ერთადერთი, ვინც სარგებელს იღებს, რუსეთია. სწორედ რუსული დეზინფორმაცია და პრორუსული დეზინფორმაცია განაგრძობს ამ ქვეყნის დაყოფას ბოლო 3,6 წლის განმავლობაში. ეს ძალიან საშიშია, ქართველებმა იციან ეს ტაქტიკა, თქვენ მრავალი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდით რუსეთის მცდელობებით, შეეშინებინა და დაეყო მოსახლეობა. ვიმედოვნებ, კვლავ იქნება მცდელობები, რომ გავერთიანდეთ არა მხოლოდ ევროინტეგრაციასთან დაახლოების ამ წარმოუდგენელი შესაძლებლობისთვის, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობის მკაფიო არჩევანია, არამედ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე. დროა, ქართველი ხალხი გაერთიანდეს, რათა ჭეშმარიტად გაამართლოს, რომ ძალა ერთობაშია. ძნელი არ არის ერთმანეთის მოსმენა და იმის აღიარება, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. შეერთებული შტატები 30 წლის განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის ასაშენებლად, რომელიც მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, თავისუფალი, სანდო და პასუხისმგებლიანი მედიის მხარდაჭერას. აქ ყველას (პოლიტიკოსებს, მედიას, ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოებას) თავისი როლი აქვს, რომ პირველ რიგში, საქართველოს ინტერესები დააყენონ და გვერდზე გადადონ პოლიტიკური ბრძოლა. პოლიტიკოსები იტყვიან, რაც უნდათ, რომ თქვან. ყველამ ვიცით, რომ არის პოლიტიკური თამაშები, რომლებსაც ხშირად თამაშობენ კამერების წინ. მაგრამ ფაქტობრივად, ახლა დროა, საქართველოს ინტერესები პირველ ადგილზე დავაყენოთ. შეერთებულ შტატებს ყველაზე მეტად სურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, წარმატებას მიაღწიოს ძალისხმევაში, გახდეთ ევროკავშირის წევრი, გახდეთ ნატო–ს წევრი. ამის უმთავრესი ელემენტია ერთად გავერთიანდეთ და ვიმუშაოთ საქართველოს მომავლისთვის, ძალა ერთობაშია", – განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S