Accentnews.ge
დეგნანი – გვარამიაზე: "ვიმედოვნებდით, უზენაესი სასამართლო საქმის პრობლემებს დაინახავდა"

დეგნანი – გვარამიაზე: "ვიმედოვნებდით, უზენაესი სასამართლო საქმის პრობლემებს დაინახავდა"

21/06/2023 10:28:30 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებულ შტატებს იმედი ჰქონდა, რომ "უზენაესი სასამართლო ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებულ პრობლემებს დაინახავდა და უფრო დასაბუთებულ გდაწყვეტილებას გამოიტანდა". ამის შესახებ დიპლომატმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავ მიღებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ გადაწყვეტილებით. შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე გამოხატა ჩვენი შეშფოთება ამ საქმესთან დაკავშირებით, დაკავების დროზე, თავად ბრალდებებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, გამოტანილი სასჯელის შესახებ. როგორც არაერთხელ ვთქვით, სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევის აღქმაც კი, პოლიტიკური ჩარევა ძირს უთხრის საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას სასამართლოს მიუკერძოებლობის მიმართ, რაც ასე აუცილებელია ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებდით, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ამ საქმესთან დაკავშირებულ პრობლემებს და უფრო დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გამოიტანდა. მათ მიიღეს გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ჩვენ საკმაოდ იმედგაცრუებულები ვართ", – განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S