
ჩვენმა არმიამ რუსეთის 130-მდე სატანკო ბატალიონი გაანადგურა – უკრაინის თავდაცვა
21/06/2023 10:45:51 ევროპა
სრულმასშტაბიანი ომის 16 თვის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსი დამპყრობლების 120-130 სატანკო ბატალიონი გაანადგურეს, - ამ მონაცემებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან რუსეთმა ფრონტზე 4 000-ზე მეტი ტანკი დაკარგა, რაც დაახლოებით 120-130 სატანკო ბატალიონს გულისხმობს.
„მტრის ყოველი განადგურებული ტანკი არის ნაბიჯი ჩვენი გამარჯვებისაკენ!“, - აცხადებენ უწყებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს:
- 222 000-მდე ჯარისკაცს,
- 4 006 ტანკს,
- 7 771 ჯავშანმანქანას,
- 3 920 ერთეულ საარტილერიო სისტემას,
- 314 საბრძოლო თვითმფრინავს,
- 306 ვერტმფრენს,
- 6 667 ავტომობილსა და საწვავის ავზს,
- 18 გემს/ნავს,
- 3 428 უპილოტო საფრენ აპარატს,
- 539 ერთეულ სპეცტექნიკას,
- 1 214 ფრთოსან რაკეტას.
რუსეთი საკუთარ დანაკარგებზე არ საუბრობს.