Accentnews.ge
გაერო: უკრაინაში რუსეთის ომს 9 000–ზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა

გაერო: უკრაინაში რუსეთის ომს 9 000–ზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა

21/06/2023 10:52:09 ევროპა

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებით, 9 083 უკრაინელი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 15 779 დაიჭრა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გასული წლის თებერვლიდან 2023 წლის 18 ივნისამდე პერიოდში.

მხოლოდ ივნისში დადასტურებულია 112 სამოქალაქო პირის სიკვდილი, დაიჭრა 445 ადამიანი, განაცხადა გაერომ 19 ივნისს და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რეალური მონაცემები, სავარაუდოდ, ბევრად უფრო მაღალია.

დაღუპულთა უმრავლესობა ემსხვერპლა მძიმე საარტილერიო ცეცხლს და სარაკეტო და საჰაერო იერიშებს, – აცხადებს გაერო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S