
ამჯერად კადიროვის 20 წლის შვილი დააჯილდოვეს „მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“
21/06/2023 11:31:27 კავკასია
ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის მესამე ქალიშვილ – 20 წლის ხუტმატი „რეგიონში მედიცინის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის“ ახმატ კადიროვის სახელობის ორდენით დაჯილდოვდა.
მანამდე ახმატ კადიროვის სახელობის ორდენი მიიღო მისმა ორმა უფროსმა დამ – გროზნოს მერიის სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსმა, 22 წლის ხადიჯატმადა ასევე რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, 24 წლის აიშატმა.
ხუტმატ კადიროვა რეგიონის ჯანდაცვის კურატორის თანამდებობაზე მარტში დაინიშნა. 2022 წლის თებერვლიდან ის რამზან კადიროვის სამდივნოს უფროსის მოადგილეა. მანამდე ის იყო გროზნოს დელფინარიუმის გასართობი კომპლექსის დირექტორი. ინფორმაცია მისი უმაღლესი განათლების შესახებ, რომელიც აუცილებელია საჯარო სამსახურში თანამდებობის დასაკავებლად, ღია წყაროებში არ მოიპოვება.
ახმატ კადიროვის ორდენით დაჯილდოვებულთა უმეტესობა ჩეჩნეთის მეთაურის ახლო წრიდანაა, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება.
კადიროვის ათობით ნათესავი რეგიონის ხელმძღვანელობაში მაღალ თანამდებობებზეა დანიშნული. მენეჯმენტის თითქმის მთელი სისტემა პირადად არის მიბმული კადიროვთან და მის თანამოაზრეებთან, ხოლო თავად ვერ ხედავს ინტერესთა კონფლიქტს მისი ოჯახის წევრების კარიერულ საფეხურებზე დაწინაურებაში. საჯარო სამსახურში თანამდებობებს იკავებენ მისი შვილები, დები, სიძეები, ძმისშვილები და ა.შ.