Accentnews.ge
"სამწუხარო იყო კენჭისყრის შედეგი, რომელიც საქართველოში პოლარიზაციას შეუწყო ხელი"

"სამწუხარო იყო კენჭისყრის შედეგი, რომელიც საქართველოში პოლარიზაციას შეუწყო ხელი"

21/11/2019 06:58:43 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, პროპორციული სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნამ ქვეყანაში პოლარიზაციას შეუწყო ხელი. 

„როგორც ვიცით, გასული კვირის კენჭისყრამ ჩვენი ყურადღება მიიქცია. ჩვენ ეს სამწუხაროდ მიგვაჩნია არა იმიტომ, რომ ევროკავშირს აქვს ფიქსირებული პოზიცია საარჩევნო სისტემის არჩევასთან დაკავშირებით, რაც არის საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტი საკითხი, არამედ არსებული მოლოდინებისა და ზოგადი პოლიტიკური კონტექსტის გამო. ასე რომ, ჩემთვის სამწუხარო იყო, როდესაც ვიხილე გასული კვირის კენჭისყრის შედეგი, რომელიც იყო არა მხოლოდ პროპორციული სისტემის წინააღმდეგ, არამედ ამან სინამდვილეში ხელი შეუწყო პოლარიზაციას საქართველოში. ამ მიზეზით ჩვენ შეშფოთებულები ვართ და ჩართულები ვართ. კვლავ ვუჭერთ მხარს ნდობის აღდგენის მცდელობის საჭიროებას სანდო დიალოგის დაწყების გზით ვითარების გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S