
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა
21/06/2023 12:54:23 ევროპა
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა, რომელიც მათ შორის, მაღალი სიზუსტის მართვად საბრძოლო მასალას მოიცავს.
პარტიაში შედის 155 მმ–იანი მაღალი სიზუსტის მართვადი ჭურვები და ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი, ორი MAN HX81 ტრაქტორი, ნახევრადმისაბმელი, 6 სასაზღვრო მანქანა.
გარდა ამისა, გამოცხადდა „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდება, თუმცა რაოდენობა მითითებული არაა. გასულ კვირას, ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია „დაუყოვნებლივ“ მიაწვდის უკრაინას კიდევ 64 მართვადი რაკეტას „პატრიოტის“ სისტემებისთვის.