Accentnews.ge
მთავრობის კანცელარიასთან ვითარება დაიძაბა

მთავრობის კანცელარიასთან ვითარება დაიძაბა

21/11/2019 07:19:47 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

მთავრობის კანცელარიასთან ვითარება დაიძაბა. მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „დაბოქლომება“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს კანცელარიის ჭიშკარზე ბოქლომის დაკიდების საშუალებას პოლიცილები არ აძლევენ.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები გიგა ბოკერია, ზაალ უდუმაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი ვაშაძე და სხვები. 

"დავაბოქლომოთ მთავრობა", – განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა. მისივე თქმით, აქციის მიზანი ხელისუფლებიდან მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორებაა. 

გუშინ დემონსტრანტებმა ბოქლომები პროკურატურის და სუს–ის ჭიშკრებს დაადეს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S