
მოსკოვმა "ზემო ლარსის" მეშვეობით "ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა" გამოაცხადა
22/06/2023 07:39:50 პოლიტიკა, ეკონომიკა
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან დავიდოვი 21 ივნისს საქართველოსთან საზღვარზე ზემო ლარსის საგუშაგოს ეწვია და განაცხადა, რომ „ახლა ზემო ლარსზე ევროპის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა მიმდინარეობს“.
„ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის გასწვრივ 15 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა შეგვიძლია. გასულ წელს, ხუთნახევარი თვის განმავლობაში მებაჟეებმა ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო ადმინისტრაციის ოპერირების რეგიონში ორივე მიმართულებით 5,6 მილიონი ტონა ტვირთი გაატარეს, წელს - უკვე 7,8 მილიონი ტონა. ვფიქრობ, წელსვე ჩრდილოეთ კავკასიაში 15 მლნ-იან ბრუნვას გადავაჭარბებთ. მარტო ზემო ლარსზე სავაჭრო ბრუნვის 20%-ზე მეტით ზრდა გვაქვს“, - განაცხადა დავიდოვმა.
რუსული მხარის ინფორმაციით, 19 ივნისს ზემო ლარსზე მებაჟეებმა ორივე მიმართულებით 1322 მძიმე სატვირთო ავტომობილის განბაჟებით რეკორდი დაამყარეს: ეს მავენებელი საშუალო დღიურ რაოდენობას 15%-ით აღემატება.
გამშვები პუნქტის რუსულ მხარეს ამჟამად 39 ზოლია: 12 - სატვირთო მანქანებისთვის, 2 - ავტობუსებისთვის, 1 - სარეზერვო რეზერვი, 24 - მსუბუქი ავტომობილებისთვის.
- უამინდობის გამო საქართველო-რუსეთის საზღვარზე ხშირად სატვირთო მანქანების მრავალკილომეტრიანი რიგები წარმოიქმნება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი ქვეყნებს შორის ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, მათ შორის - სატრანზიტო ტვირთების წყალობით.
- 2022 წელს, რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებისა და ქვეყნის მოქალაქეების მეზობელ სახელმწიფოებში მასობრივი გადინების შემდეგ საზღვარზე მსუბუქი ავტომანქანების უზარმაზარი რიგები გაჩნდა. საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლებებმა საზღვარზე ვითარების დასტაილურების შესახებ სექტემბრის ბოლოს გამოაცხადეს.
- 2020 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ზემო ლარსის გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციაში თითქმის 2 მილიარდ რუბლის (დაახლოებით $27 მილიონის) ინვესტიციას განახორციელებდა.
- საქართველომ სარემონტო სამუშაოები ყაზბეგი-ზემო ლარსის საგუშაგოზეც ჩაატარა. მაისში გავრცელდა ინფორმაცია მანქანებისთვის გადასასვლელების ერთი თვით დაკეტვის შესახებ. იმ პერიოდში მანქანები სატვირთო ზოლებზე გადაამისამართეს.