
კანცელარიის ჭიშკარი ბოქლომით დაილუქა
21/11/2019 07:41:32 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
მთავრობის კანცელარიის ჭიშკარი ბოქლომით დაილუქა. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ამის საშუალება ერთსააატიანი დაპირისპირების შემდეგ მიეცათ.
დემონსტრანტების თქმით, აქციის მიზანი ხელისუფლებიდან მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორებაა.
ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები გიგა ბოკერია, ზაალ უდუმაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი ვაშაძე და სხვები.
გუშინ დემონსტრანტებმა ბოქლომები პროკურატურის და სუს–ის ჭიშკრებს დაადეს.