
გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების კომიტეტს ტოვებს
21/11/2019 08:31:53 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ტოვებს.
როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ფოფხაძემ განაცხადა, აპარატი სხდომების გაცდენის გამო აჯარიმებს, რაც „ქართული ოცნების” მხრიდან მისი პოლიტიკური დევნის ფორმაა.
„შეუძლებელია, კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მივიღო. ბიუროს მივმართავ და კომიტეტს დავტოვებ. თქვენი პოლიტიკური ძალა არის სულმდაბალი და მორალდაცლილი“, – განაცხადა ფოფხაძემ.
რეგლამენტის შესაბამისად, დეპუტატები ჯარიმდებიან როგორც პლენარული სხდომების გაცდენის გამო, ასევე კომიტეტების სხდომის გაცდენის გამო.