Accentnews.ge
ვარჰეი – საქართველოს: "ნუ უყურებთ სხვებს"

ვარჰეი – საქართველოს: "ნუ უყურებთ სხვებს"

22/06/2023 13:57:55 პოლიტიკა

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ სტოკჰოლმში, ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო "მესიჯი" – თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე, რომ შეასრულეთ ეს.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირს გაფართხოება განხილვადი თემების ლიდერია და სწორედ ახლაა დრო, წევრობის მსურველებმა შესაძლებლობით ისარგებლონ.

“ჩემი გრძნობა დღევანდელი, ასევე წინა საუბრებიდან, მაგალითად დეკემბერში, არის ის, რომ ახლა საბჭოს და წევრი სახელმწიფოების მხრიდან გულწრფელი ჩართულობაა. გაფართოება არა მხოლოდ დღის წესრიგში დაბრუნდა, არამედ თემების ტოპ-სამეულში შედის – განხილვების ლიდერია. ასე, რომ დღეისთვის თუ ვინმეს ევროკავშირში შესვლა სურს, ახლა არის მომენტი და დაიჭირეთ ის, გამოიყენეთ შესაძლებლობა.

გამიმართლა, რომ წინა კვირას ბრიუსელში პრემიერ-მინისტრს [ირაკლი ღარიბაშვილს – რედ.] შევხვდი და ეს იყო მესიჯი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე, რომ შეასრულეთ ეს! გააკეთეთ, ვინაიდან ეს უნიკალური შესაძლებლობაა, ყველამ მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს ამით. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ მიზნამდე მისვლაში, მაგრამ კრიტერიუმები ყველას მიერ უნდა იქნას დაკმაყოფილებული. ასე, რომ ჩემი რეკომენდაცია მთავრობისადმი არის ის, რომ ყველა მიმართულებით დააჩქარონ სამუშაო, რათა ოქტომბერში შესრულებული ანგარიში გვქონდეს საქართველოზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე. ჩვენ მზად ვართ, როდესაც საქმე გაკეთებული იქნება,” - განაცხადა ვარჰეიმ.

მისი თქმით, ევროპული პერსპექტივის მინიჭებით საქართველოს ძლიერი სიგნალი მისცეს, რომელიც ჯერ კიდევ აქტიურია და საქართველომ ის უნდა გამოიყენოს.

"კარგად მესმის საქართველოში საზოგადოებრივი განწყობა, მაგრამ ჩემი გზავნილი იქნება ის, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ევროპული საბჭოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე აშკარა იყო",– თქვა ვარჰეიმ და დასძინა, „ვფიქრობ, რომ ეს სიგნალი ნათელი და ძლიერია და ჯერ კიდევ აქტიურია, გამოიყენეთ ის, ნუ უყურებთ სხვებს, შეხედეთ რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რისი შესრულება შეგიძლიათ და ქვეყანამ უნდა შეძლოს შემდეგი ნაბიჯის გადადგმა, თუ ყველაფერი შესრულდება“.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ვარჰეიმ რეკომენდაციების შესრულების ე.წ. შუალედური ანგარიში წარადგინა. საქართველოს 12 რეკომენდაციიდან სრულად შესრულებული მხოლოდ 3 ეთვლება.

საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ თითქმის ყველა რეკომენდაცია შესრულებული აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S