Accentnews.ge
ნინო ევგენიძე: „გაჩნდა შანსი, ჩვენი ევროპული პერსპექტივა და მომავალი დავიბრუნოთ"

ნინო ევგენიძე: „გაჩნდა შანსი, ჩვენი ევროპული პერსპექტივა და მომავალი დავიბრუნოთ"

22/06/2023 17:47:30 ციტატა

„გაჩნდა შანსი, ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ევროპული მომავალი დავიბრუნოთ. ეს პირველი გადადგმული ნაბიჯია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის და ბოლომდე ბრძოლას, ყოველთვის აქვს აზრი“,– თქვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა ნინო ევგენიძემ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეფასებისას.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.

დღესვე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასა.

ვარჰეის თქმით, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. შვიდ რეკომენდაციაზე გარკვეული პროგრესი აქვს, ორზე საერთოდ არ აქვს პროგრესი, ერთზე – შეზღუდულ პროგრესს მიაღწია.

რეკომენდაცია, რომელზეც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს საერთოდ არ აქვს პროგრესი, მედიის პლურალიზმია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S