
მალიარი: იყო სასტიკი ბრძოლები, უკრაინულმა ძალებმა მტრის შეტევა შეჩერეს კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებით
23/06/2023 09:56:16 ევროპა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეაჩერეს რუსული ჯარების შეტევა კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა.
"იმის პარალელურად, რომ ჩვენი თავდაცვითი ძალები შეტევითი ოპერაციების ახორციელებენ სამხრეთით, ამ დროს მტერი აღმოსავლეთში გაძლიერდა – მათ იქ რეზერვები გადაისროლეს, ისევე როგორც სამხრეთში თავდაცვისთვის. აღმოსავლეთში მათ რეზერვები გადაჰყავდათ სწორეთ შეტევისთვის, ცდილობდნენ, იქ გაერღვიათ ჩვენი თავდაცვა. და ბოლო კვირანახევარია, ჩვენ ძალიან სასტიკი ბრძოლები გვქონდა სწორედ კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებით, ”- თქვა მალიარმა 23 ივნისს უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
მისი თქმით, ეს იყო ძალიან „ძლიერი შეტევა“. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მას თავის ანგარიშები ფართომასშტაბიანი უწოდა.
„მაგრამ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა მტერი იქ შეაჩერა. გუშინ და დღეს ფაქტობრივად რამდენიმე საბრძოლო შეტაკებაა – მტერმა შეაჩერა თავისი შეტევითი მოქმედებები. რა თქმა უნდა, სტრატეგიულად მტერი ახლა არ აპირებს, უარი თქვას თავის მიზანზე: მიაღწიოს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების საზღვრებს და რომ უფრო წინ წავლენ. მაგრამ, ხედავთ, მათ ეს არ გამოდით",– დასძინა მალიარმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის კონტრშეტევის მთავარი მოვლენები ჯერ კიდევ წინ არის და რეზერვების ნაწილი მოგვიანებით იქნება გამოყენებული.
”ყოველდღიურად გვაქვს პროგრესი, ეს ნელ–ნელა ხდება, მაგრამ ჩვენები ამ საზღვრებზე მაგრდებიან და თავდაჯერებულად მოძრაობენ”, - თქვა მალიარმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს სამი მიმართულებით: მელიტოპოლის, ბერდიანსკის და ლიმანის მიმართულებით.
უკრაინელმა ჯარებმა ბოლო კვირებში გაათავისუფლეს რვა სოფელი ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთით და დონეცკის ოლქის აღმოსავლეთით.