Accentnews.ge
დუდამ რუსეთი შეადარა ველურ ცხოველს, რომელიც  „უნდა მოკლა“

დუდამ რუსეთი შეადარა ველურ ცხოველს, რომელიც „უნდა მოკლა“

23/06/2023 10:22:25 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ რუსეთის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მან აგრესორი ქვეყანა მხეცს შეადარა, რომელიც „უბრალოდ უნდა მოკლა“, რადგან ის „ადამიანის ხორცის ჭამას არის დაჩვეული“.

„არ უნდა დავუშვათ რუსეთის გამარჯვება, რადგა ის გააგრძელებს თავდასხმას. ეს მისი იმპერიალიზმის მხარდაჭერა იქნება. ის ჰგავს ველურ ცხოველს, რომელიც ადამიანს ჭამს. როდესაც ველური ცხოველი გლეჯს ადამიანს, ჩვეულებრივ ამბობენ, რომ მას უბრალოდ უნდა მიაკვლიო და მოკლა, რადგან ის მიეჩვია ადამიანის ხორცის ჭამას. ასევეა რუსეთის შემთხვევაშიც“,– განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა Еспресо–სთან ინტერვიუში.

პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც კი რუსეთი ძალებს აღიდგენს, ის უკრაინის დანარჩენ ტერიტორიებს შეუტევს, შემდეგ პოლონეთს, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს და გადავა საბჭოთა კავშირის ყოფილი გავლენის სფეროს ქვეყნებში:

"შესაძლოა, დასავლეთს ეს არ ესმის, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით. ​​ეს არის ომის წარმატებული და სამართლიანი დასრულების წინაპირობა. როგორი უნდა იყოს ეს? სულ მცირე, საერთაშორისო სამართლის უზენაესობის აღდგენა. საერთაშორისო სამართალი აღდგება მაშინ, როდესაც რუსეთი იძულებული გახდება, გავიდეს უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან“, - დასძინა მან.

ამავე ინტერვიუში დუდამ შესთავაზა იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას ომის დასრულების სანაცვლოდ ტერიტორიებზე უარს თქმას ურჩევენ, საკუთარი ტერიტორიები დაუთმონ რუსეთს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S