23-06-2023 14:59:23 მსოფლიო
თურქულმა კომპანია Baykar-მა, რომელიც Bayraktar-ის "დრონებს" აწარმოებს, თურქეთიდან მიიღო ლიცენზია უკრაინაში TB2 და Akinci დრონების წარმოებისთვის.
Defense News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ თურქეთიდან შესაბამისი სალიცენზიო ნებართვები Baykar TB2 და Akıncı უპილოტო საფრენი აპარატების სრული წარმოებისთვის უკრაინაში“, - განაცხადა ბაიკარმა.
მისი ინფორმაციით, ობიექტების მშენებლობისთვის დაგეგმილი ჯამური ინვესტიცია 95.5 მილიონი აშშ დოლარია. ქარხნის გახსნა 2025 წელს იგეგმება.