
ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან აქტივისტებმა ნაგვის ურნები მიიტანეს
21/11/2019 10:55:27 სხვა, საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქტივისტებმა ნაგვის ურნა და ბოქლომი მიიტანეს. აქციის მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით მივიდნენ სოლოლაკში და აცხადებენ, რომ "ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გადააგდონ". ისინი აპირებენ ბოქლომი დაადონ ბიზნეს ცენტრის შესასვლელს, თუმცა ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია, რომელიც გადაადგილებას უზღუდავს მომიტინგეებს. პოლიცია განმარტავს, რომ მომიტინგეებს არ აქვთ უფლება, ივანიშვილის სახლის შესასვლელს მიუახლოვდნენ.
მომიტინგეები აცხადებენ, რომ პროტესტი დღევანდელი დღით არ დასრულდება და ისინი მაქსიმალურ დისკომფორტს შეუქმნიან ხელისუფლებას.