Accentnews.ge
ჩერევატი: რუსული ძალების აღმოსავლეთით გადასროლა გვიჩვენებს, რომ ბახმუტის დაკარგვა მოსკოვისთვის "მეგა მარცხი" იქნებოდა

ჩერევატი: რუსული ძალების აღმოსავლეთით გადასროლა გვიჩვენებს, რომ ბახმუტის დაკარგვა მოსკოვისთვის "მეგა მარცხი" იქნებოდა

23/06/2023 13:26:02 ევროპა

რუსული ძალების აღმოსავლეთ უკრაინაში გადაყვანა გვიჩვენებს, რომ ბახმუტის დაკარგვა მოსკოვისთვის "მეგა-მარცხი" იქნება,– თქვა უკრაინის ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სტრატეგიული კომუნიკაციების მეთაურის მოადგილემ სერგეი ჩერევატიმ.

„მტერი აბრუნებს ამ დანაყოფებს, მათ შორის ბახმუტის მიმართულებით. კერძოდ, სადესანტო ნაწილებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბახმუტის შენარჩუნება, რადგან ეს იქნება მეგა მარცხი, ეპიკური. ათი თვე ცდილობდნენ მისი აღებას, ბოლომდე ვერ აიღეს, მიიღეს სადღაც ასობით (ათასი) დაჭრილი და ათიათასობით დაღუპული,”- თქვა მან უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.

ბრიტანულმა დაზვერვამ 19 ივნისს განაცხადა, რომ გასული ათი დღის განმავლობაში რუსეთმა, სავარაუდოდ, დაიწყო დაჯგუფების გადასროლა მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროდან ზაპოროჟიესა და ბახმუტის მიმართულებების გასაძლიერებლად.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში „რთული ვითარებაა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S