Accentnews.ge
ბადრი ესებუას 13–წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბადრი ესებუას 13–წლიანი პატიმრობა მიესაჯა

23/06/2023 14:18:26 სამართალი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ეკატერინე ბებიამ მას სასჯელის ზომად 13 წლით პატიმრობა განუსაზღვრა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო მისთვის წაყენებულ 4 ბრალში - ტერორისტული აქტის ჩადენაში, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებაში, იძულებაში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში. (323-ე, 329-ე 150-ე და 236-ე მუხლები).

ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკში" შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S