Accentnews.ge
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

23/06/2023 16:02:43 სამართალი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ლაშა კალანდაძის ინფორმაციით, ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ადვოკატის ცნობით, გადაწყვეტილების თანახმად, Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ. ამის შესახებ ინფორმაციას ლაშა კალანდაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ“,- განაცხადა ლაშა კალანდაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S