
კალიურანდი: "სალომე ზურაბიშვილის გაბედული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისთვის მაგალითი უნდა იყოს"
23/06/2023 18:11:00 ციტატა
"ეს არის საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გაბედული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის პარლამენტისა და მთავრობისთვის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მაგალითი უნდა იყოს", – ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი მარია კალიურანდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალბის ფაქტს.