Accentnews.ge
საქართველო და ყაზახეთი ჩინური ტვირთების ევროკავშირში რუსეთის გვერდის ავლით მიწოდებაზე შეთანხმდნენ

საქართველო და ყაზახეთი ჩინური ტვირთების ევროკავშირში რუსეთის გვერდის ავლით მიწოდებაზე შეთანხმდნენ

23/06/2023 18:09:41 პოლიტიკა

კრემლის ამბიციური გეგმა, რუსეთი ჩინეთიდან ევროპისკენ ახალი "აბრეშუმის გზის" ნაწილად ექცია, კვლავ ფიასკოს განიცდის, - ასე ეხმიანება მედია ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაფორმებულ შეთანხმებას ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განსავითარებლად ერთობლივი საწარმოს ჩამოყალიბების შესახებ.

როგორც მედია აღნიშნავს, უკრაინაში ომის დაწყების დროიდან ჩინეთმა რუსეთის ტერიტორიის გავლით სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობა მკვეთრად შეამცირა და მეზობელი ქვეყნების მონაწილეობით ალტერნატიულ მარშრუტებს ავითარებს.

ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ჩინეთში იღებს სათავეს გაივლის ყაზახეთს, კასპიის ზღვის აკვატორიას, აზერბაიჯანსა და საქართველოს, საიდანაც ზღვით ტვირთები ევროპის ქვეყნებს მიეწოდება. ყაზახეთის მთავრობის პრე-სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვის თბილისში ვიზიტის ფარგლებში 23 ივნისს ხელი მოეწერა "ყაზახეთის რკინიგზასა" და "საქართველოს რკინიგზას" შორის შეთანხმებას ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ".

აღსანიშნავია, რომ მანამდე ანალოგიური დოკუმენტი ბაქოში "აზერბაიჯანის რკინიგზასთან" გაფორმდა.

ერთიანი ლოგისტიკური კომპანია შესაძლებელს გახდის, ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე ტრასპორტირების პროცესის გამარტივებას და ჩინური საქონლის ევროპულ ბაზარზე მიწოდების დროს 10-15 დღით შეამცირებს, - იუწყება ყაზახეთის მთავრობის პრესსამსახური.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის შედეგებით, რუსეთის გავლით ჩინეთიდან ევროპაში ტრანზიტი 30%-ით შემცირდა.

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S