Accentnews.ge
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსეთში აჯანყებაზე: ყირიმში დასვენების დრო ახლოვდება

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსეთში აჯანყებაზე: ყირიმში დასვენების დრო ახლოვდება

24/06/2023 10:34:43 ევროპა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რომ ახლა საზაფხულო არდადეგები დეოკუპირებულ ყირიმში უფრო რეალისტური პერსპექტივა ხდება.

რუსეთიდან გავრცელებულ ამბებთან დაკავშირებით, რომ „ვაგნერელები“ ​​მოსკოვისკენ მიდიან, იან ლიპავსკიმ „ტვიტერზე“ დაწერა: „ვხედავ, ახლოვდება ჩემი საზაფხულო შვებულება ყირიმში“.

მან ასევე გვერდზე გადაიზიარა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ევგენი პერებინოსის სტატუსი, სადაც ის ამბობს, რომ ყირიმში მისი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია სევასტოპოლის მახლობლად მდებარე იასპისის სანაპირო და მადლობა გადაუხადა დიპლომატს რჩევისთვის.

ცნობისთვის: 23 ივნისს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც. მისი თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა "აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ კომპანია "ვაგნერის" არიერგარდულ ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ დროისთვის "ვაგნერი" იუწყება, რომ "დონის როსტოვში და ვორონეჟში სამხედრო ობიექტებს სრულად აკონტროლებს". იგი ადგილზე რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჩასვლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება, რომ მისი მებრძოლები მოსკოვში შევლენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S