Accentnews.ge
უკრაინელებმა დაიბრუნეს ტერიტორია, რომელიც 2014 წლიდან იყო ოკუპირებული

უკრაინელებმა დაიბრუნეს ტერიტორია, რომელიც 2014 წლიდან იყო ოკუპირებული

24/06/2023 18:37:56 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის "ტავრიას" მეთაურმა ალექსანდრე ტარნავსკიმ თავის ტელეგრამ–არხზე დაწერა, რომ უკრაინელებმა დონეცკის ოლქის კრასნოგორივკას მახლობლად მდებარე ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წლიდან იყო ოკუპირებული.

”ჩვენი ძალების წინსვლა გრძელდება,” - დაწერა მან.

პირველად ინფორმაცია ამ ტერიტორიის გათავისუფლების შესახებ 23 ივნისს გაჩნდა. ტერიტორიის ფართობი 510 კვადრატული მეტრია.

22 ივნისს გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ მედესანტეები უკრაინის 79-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადადან უტევენ კრასნოგოროვკას სამხრეთ-აღმოსავლეთით რუსების სამხედრო პოზიციებს. თავად ქალაქი უკრაინის კონტროლის ქვეშაა.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს რამდენიმე მიმართულებით წარმატებული მასშტაბური კონტრშეტევის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S