Accentnews.ge
ნიკერსი: „შუა დერეფანი", მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის შესაძლებლობებს გააძლიერებს"

ნიკერსი: „შუა დერეფანი", მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის შესაძლებლობებს გააძლიერებს"

26/06/2023 09:12:51 პოლიტიკა

ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების ფონდის პრეზიდენტი ოლევს ნიკერსი მიიჩნევს, რომ „შუა დერეფანი", მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის შესაძლებლობებს გააძლიერებს".

ანალიტიკოსი "აქცენტთან" საუბრისას საქართველოში ყაზახეთის პრემიერ–მინისტრ ალიხან სმაილოვის ვიზიტს ეხხმიანება და აცხადებს, რომ "ყაზახეთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია როგორც ეკონომიკის, ისე რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით".

"ორივე ქვეყანამ უნდა გააძლიეროს პარტნიორობა საინვესტიციო პროექტებით და განავითაროს უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა. რაც შეეხება „შუა დერეფანს“, ეს პროექტი ეკონომიკურ შესაძლებლობებს უხსნის როგორც საქართველოს, ისე ყაზახეთს. ეს ერთის მხრივ, გააძლიერებს საქართველოს ევროინტეგრაციის შესაძლებლობებს და მეორეს მხრივ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, როგორც ჰაბი, რომელიც დამაკავშირებელი რგოლი იქნება სხვა ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით ყაზახეთისთვის", – განუცხადა "აქცენტს" ნიკერსმა.

23 ივნისს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთი პრემიერი სტუმრობდა. როგორც ყაზახეთი პრემიერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, "ყაზახ კოლეგასთან შეხვედრაზე განხილულ იქნა დაგეგმილი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას".

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა „შუა დერეფანზე“ და აღნიშნა, რომ „შუა დერეფანი“ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.

„ასევე განვიხილეთ დაგეგმილი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას. მე აქვე მინდა შევეხო „შუა კორიდორის“ საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო და არის. გასული წლის ნოემბერში ჩვენ გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი. ამ პროექტში ჩართული ვართ აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და „შუა დერეფანი“ გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის, ზოგადად აზიის ქვეყნებისთვის, რომ მეტი ტვირთი წამოვიდეს ამ მარშუტის მეშვეობით „შუა კორიდორში“. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, რომელზეც უკვე შევთანხმდით ყაზახეთთან, ესაა 5 წლიანი გეგმა დაახლოებით, 2027 წლამდე ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა თავის მხრივ. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და გააორმაგებს გამტარუნარიანობას ჩვენი რკინიგზის. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმილი ამ მიმართულებით, ვმუშაობთ ასევე ახალი პორტის მშენებლობაზე. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს პირადად ვაცნობე, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ახალი პორტი, ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი და სამუშაოები დაიწყება წელს, შემოდგომაზე, ოქტომბერში დაახლოებით, მთავრობა იქნება მეპატრონე, 51% იქნება საქართველო მთავრობის და დანარჩენ 49%-ზე ჩვენ ვაპირებთ, გავმართოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე: საქართველო და ყაზახეთი ჩინური ტვირთების ევროკავშირში რუსეთის გვერდის ავლით მიწოდებაზე შეთანხმდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S