
მედია: კოპენჰაგენში უკრაინის შესახებ საიდუმლო კონფერენცია გაიმართა
26/06/2023 13:32:09 ევროპა
დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, 24 ივნისს, უკრაინის ომისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია მკაცრად გასაიდუმლოებულ პირობებში გაიმართა. ამის შესახებ ორშაბათს იტყობინება გერმანული მედია, მათ შორის Deutsche Welle და ARD.
როგორც იუწყებიან, კონფერენციას ესწრებოდნენ დასავლეთის არაერთი ქვეყნის, მათ შორის გერმანიისა და „გლობალური სამხრეთის“ სახელმწიფოების წარმომადგენლები, რომლებიც ომში ნეიტრალურ პოზიციას იკავებდნენ. კერძოდ, ესწრებოდნენ დიპლომატები ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ბრაზილიიდან და სამხრეთ აფრიკიდან.
მედიის ცნობით, მსგავსი კონფერენციის ჩატარების ინიციატივა უკრაინას ეკუთვნოდა, თუმცა იმყოფებოდნენ თუ არა მასზე ამ ქვეყნის წარმომადგენლები, არ ვრცელდება. ARD ასევე წერს, რომ ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკებები "გლობალური სამხრეთის" ქვეყნების მონაწილეობით, შესაძლოა, ივლისში გაიმართოს. მოლაპარაკებების ფორმატი დაზუსტებული არაა. კონფერენციის მონაწილეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ომის დასრულების საკითხზე აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან უფრო აქტიური თანამშრომლობა აუცილებელია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება, მაღალი შეფასება მისცა აფრიკის რიგი ქვეყნების შუამავლობის მცდელობას, რომელთა წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ ეწვივნენ კიევსა და მოსკოვს.