
განათლების მინისტრმა მე–5, მე–6 და მე–7 მოადგილეები წარადგინა
21/11/2019 14:00:50 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროს თანამშრომლებს მინისტრის მოადგილეები წარუდგინა.
მიხეილ ჩხენკელს სამი ახალი მოადგილე ეყოლება. მინისტრის მოადგილის თანამდებობას ეკატერინე დგებუაძე დაიკავებს, რომელიც სამინისტროში ინკლუზიური განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მინისტრის მოადგილე იქნება თამარ ქიტიაშვილი, რომელიც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) მრჩეველი იყო პროფესიული განათლების საკითხებში. მინისტრის მოადგილე გახდება ასევე ნუნუ მიცკევიჩი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
მინისტრის პირველი მოადგილე კვლავ ირინა აბულაძე იქნება. მინისტრის მოადგილეებად დარჩებიან ბადრი მაისურაძე, ლევან ხარატიშვილი და შალვა გოგოლაძე.